,,ივანიშივილს თუ ჰგონია, რომ ვინმეს შეაშინებს – ცდება.” – ასე გამოეხმაურა

,,ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი ქუთაისიდან გიგა შუშანია თბილისში, რუსთაველის ქუჩაზე განვითარებუოლ მოვლენებს. მისი თქმით, აქციები კვლავ გაგრძელდება.

,, ის წვრილმანი თაღლითივით მოექცა ქართველ ხალხს და საერთაშორისო საზოგადოებას. ასეთი პრინციპული რომ ის იყოს რუსეთთან მიმართებაში, როცა ხალხს იტაცევენ, ძალიან კარგი იქნება.  კონსტიტუციური პროტესტი გაგრძელდება. სასაცილოა ის, რომ ჩვენ მას მისი დაპირების შესრულებას ვთხოვთ. ის ცდილობს ჯავშან-ტექნიკას, სპეცრაზმს ამოეფაროს და ასე შეინარჩუნოს ხელისუფლება”.- განაცხადა გიგა შუაშინამ.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ იმართება, რაც პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო. გუშინ აქცია დაარბიეს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქციის დაშლის შედეგად დაშავებული 5 ადამიანიდან 3 უკვე გაწერილია კლინიკიდან, 2 პოლიციელი კი საავადმყოფოში რჩება.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *