ბალახვნის ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციისათვის ქუთაისის
2020 წლის ბიუჯეტში ერთი მილიონი ლარია გათვალისწინებული. თანხა ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის პროგრამიდან სრულად დაიხარჯება.
“ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პროექტი, რაც მთელ ქალაქს აინტერესებს იქნება ბალახვნის კიბის რეაბილიტაცია. ტურისტულ ინფრასტრუქტურაში ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციისათვის ერთი მილიონი ლარია გათვალისწინებული. ველოდებით პროექტის დამზადებას. მერიას პროექტი დღე-დღეზე ექნება,”-განაცხადა ქუთაისის მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელმა, დავით ნიშნიანიძემ.
ქალაქის მერმა ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციის დაპირება გასულ წელს გააჟღერა. რეაბილიტაციის დაწყების გაჭიანურების მიზეზად კიბის მიმდებარე ტერიტორიის ნაწილის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ყოფნა სახელდებოდა.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე