ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ეგიდით და

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხარდაჭერით გაიმართება ფორუმი “თანამედროვე გამოწვევები, თანამედროვე გადაწყვეტებით”.

ფორუმი  გაეროს მიერ დაწესებულ ბავშვთა მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გაიმართება. მისი მიზანია, ბავშვთა განვითარებისა და განათლების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს, პირებს შესთავაზოს საინფორმაციო და სადისკუსიო პლატფორმა, სადაც განხილული იქნება ის სპეციფიკური გამოწვევები, რომლებიც თანამედროვეობაში ბავშვების აღზრდა-განვითარების და მათი უფლებების რეალიზების კუთხით არსებობს. წარმოადგენილი იქნება პრევენციული ხასიათის რეკომენდაციები, წარმატებული პრაქტიკები და სახელმწიფოში არსებული კონკრეტული სერვისები, შესაძლებლობები და დაცვის მექანიზმები ბავშვთა საჭიროებების მიმართულებით.

ღონისძიების პირველ პანელში წარმოდგენილი იქნებიან საქართველოს პარლამენტი – ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის სახით; სახალხო დამცველის აპარატი; პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი; ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

მეორე პანელში, აუდიტორიის წინაშე წარსდგებიან ბავშვთა განვითარების, განათლების და ფსიქო-ემოციური თუ ფიზიკური ჯანმრთელობის საკითხებზე მომუშავე სხვადასხვა დარგის სპეციალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები.

ფორუმი 19 ნოემბერს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი საბიბლიოთეკო კორპუსის სააქტო დარბაზში 12:00 საათზე დაიწყება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *