ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის
პროექტის მოცულობა 8 178 000 ლარით განისაზღვრა. ხარაგაულის მერიის ინფორმაციით, 2019 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით ბიუჯეტის პროექტში თანხა 452 200 ლარით გაიზარდა.
2020 წლის ბიუჯეტის პროექტი მიმდინარე წლის 15 ნოემბრამდე წარედგინება ხარაგაულის საკრებულოსა და ფინანსთა სამინისტროს.
16 ნოემბრიდან იწყება განხილვები საკრებულოს კომისიების ფორმატში, ხოლო 20 ნოემბრიდან ეწყობა საჯარო განხილვები სამოქალაქო საზოგადოებისთვის.
მუნიციპალიტეტის საკრებულომ შენიშვნების არსებობის შემთხვევაში პროექტი მერიაში 25 ნოემბრამდე უნდა დააბრუნოს. მერია ბიუჯეტის შესწორებულ ან იგივე ვარიანტს, საბოლოოდ, საკრებულოში 10 დეკემბრამდე აგზავნის.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მთავარი საფინანსო დოკუმენტი 2019 წლის 20-28 დეკემბრამდე უნდა დამტკიცდეს.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე