ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი, შალვა კიკნაველიძე 2020 წლის არჩევნებისათვის
3%-იანი ბარიერის დაწესების აუცილებლობის მიზეზებით დაინტერესდა. დეპუტატის განცხადებით, 2020 წელს პროპორციული არჩევნების ჩატარება “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებაა და ამ გადაწყვეტილების ოპოზიციის მონაპოვრად გაფორმება საზოგადოების შეცდომაში მცდელობა იქნება.
,,ზოგადად, პროპორციული არჩევნების ჩატარება და მისი გაფორმება ოპოზიციის მონაპოვრად იქნება საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. ეს იყო “ქართული ოცნების” გადაწყვეტილება და არა ე.წ. ხელმოწერების შეგროვების საფუძველი. ყველას კარგად გვახსოვს ოპოზიციის განცხადება საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ, ვციტირებ: “მილიონი ხმა საარჩევნო ცვლილებებისთვის”, თუმცა, რეალურად, პარლამენტში მესამედზე ნაკლების შემოტანა მოხერხდა. როგორია ოპოზიციის ხელმოწერების შეგროვების პრაქტიკა, ესეც კარგად ახსოვს საზოგადოებას, რადგან საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ერთ-ერთი ოპოზიციური კანდიდატის რეგისტრაციისთვის ცესკოში ყოფილი პრემიერის ხელმოწერა წარადგინეს.” – განაცხადა კიკნაველიძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავს.