წყალტუბოს რეაბილიტაციის პროცესში მთავრობა პასუხისმგებლობას 6 პუნქტის
განხორციელებაზე აიღებს. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. თურნავას განმარტებით, ერთ-ერთი პუნქტი წყალტუბოს სანატორიუმებში მცხოვრები დევნილების სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფას მოიცავს.
“477 ოჯახი დღეს კიდევ რჩება სხვადასხვა სანატორიუმსა და შენობაში განთავსებული. მათ საკმაოდ რთულ პირობებში უწევთ ცხოვრება. სახელმწიფო მუნიციპალიტეტთან ერთად გეგმაზომიერად უკვე ახორციელებს ახალი კორპუსების მშენებლობას და მათთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნას. ეს პროცესი კიდევ უფრო სწრაფად წარიმართება. ამ მიმართულებაზე მუშაობას ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში კვლავ გავაგრძელებთ,”-განაცხადა ნათია თურნავამ.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ 2021 წლისათვის სანატორიუმში ცხოვრებ ყველა დევნილს წყალტუბოში ახალი საცხოვრებელი ექნება. მისივე განმარტებით, აღნიშნული პრობლემა ბიზნესის მოსაგვარებელი არ გახდება.
წყალტუბოში 5 000 იძულებით გადაადგილებული პირი ცხოვრობს.
ამავე თემაზე:“ჯერ ბინა მოგვცენ და აქედან მერე გაგვიშვან”-წყალტუბოს სანატორიუმში მცხოვრებლები
ფოტო: ინტერნეტ სივრცე