ქუთაისში მუშაობას “შმაქსი” იწყებს. პირველ ეტაპზე,
ქალაქში მხოლოდ ერთი მძღოლი დათო ჯიშკარიანი გამოჩნდება.
როგორც “გირჩის” წარმომადგენელი, თემურ ცამციშვილი ამბობს, მოსახლეობის მოთხოვნიდან გამომდინარე, შესაძლოა, ქუთაისში “შმაქსების” რაოდენობა გაიზარდოს. ცამციშვილის თქმით, “შმაქსით” მომსახურების ფასი ქალაქში არსებული სხვა ტაქსების ანალოგიური იქნება.
“გირჩში” აცხადებენ, რომ ეს არის საგანმანათლებლო პროექტი, “ბორბლებზე მოძრავი უნივერსიტეტი” და მოსახლეობაში “საღ აზრსა და სწორ მორალს გაავრცელებს”. ამავდროულად, პირს სასურველ ადგილზე მიიყვანს.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე