“ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტისათვის აქტიური მუშაობა მიმდინარეობს,”-ამის შესახებ
ქუთაისის მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელმა, დავით ნიშნიანიძემ განაცხადა. ნიშნიანიძის განმარტებით, 2019 წლის ბიუჯეტთან შედარებით, 2020 წლის ბიუჯეტში თანხების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდება. იგივე რჩება ბიუჯეტის პრიორიტეტული მიმართულებები, მთავარი აქცენტები კვლავ ინფრასტრუქტურასა და სოციალურ მიმართულებებზე გაკეთდება.
“2019 წლის ბიუჯეტთან შედარებით, 2020 წლის ბიუჯეტში მნიშვნელოვანი ზრდა გვექნება. კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით, ჯერ კიდევ მუშაობის პროცესში ვართ,”-ამბობს ნიშნიანიძე.
საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელის განმარტებით, ბიუჯეტის დაგეგმვა მოსახლეობასთან შეხვედრების პარალელურად მიმდინარეობს. ნიშნიანიძე აცხადებს, რომ პროცესში ქალაქის მერი და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები ჩართული არიან. მერიის წარმომადგენლები და დეპუტატები მოსახლეობას ყოველ დღე, ხოლო ქალაქის მერი კვირაში ერთხელ ხვდება.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე