,,ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, არის ძლიერი შესაძლებლობა
ჩვენი კურორტის სწრაფი განვითარებისა.” – ასე ეხმაურება წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას წყალტუბოში 22 სასტუმროსა და 9 აბანოს გამოსყიდვის შესახებ. დეპუტატი ანონსებს, რომ გარდა 22 სასტუმროსა და 9 აბანოს რეაბილიტაცისაა, წყალტბში კიდევ სხვა პროექტების განხორციელება მოხდება.
,,ძალიან მალე, წყალტუბოს მაცხოვრებლებს ამორტიზებული ტურისტული და სამკურნალო ინფრასტრუქტურის ნაცვლად, თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით მოწყობილი კურორტი გვექნება.
მეტი სიცხადისთვის, კურორტის მაცხოვრებლებს დაანონსებული პროექტის განხორციელების შედგად ექნებათ:
სრულიად რეაბილიტირებული 22 სასტუმრო და 9 აბანო
ბავშვთა მოედნები
წყლის პარკი
ტროპიკული ბაღი
გოლფის და ჩოგბურთის მოედნები
კლდეზე ცოცვის პარკი
სავაჭრო ცენტრი
კაფე-ბარები და რესტორნები
საგანმანათლებლო ცენტრი
რამდენიმე ათას სამუშაო ადგილი
სოფლის მეურნეობის ჰაბი
ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, არის ძლიერი შესაძლებლობა ჩვენი კურორტის სწრაფი განვითარებისა, ვიყოთ რეგიონის ჯანმრთელობის და ტურიზმის დედაქალაქი.
ძალიან გახარებული ვარ და მინდა, მივულოცო, ჩვენი ქალქის მაცხოვრებლებს, ყველას, ვისთანაც მიმქონდა წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის სიტყვა და საქმე, წყალტუბოს განვითარების შეუქცევადი პროცესი დაიწყო.”- ნათქვამია დეპუტატის განცხადებაში.