ქუთაისის მერიის ა(ა)იპებსა და შპს-ებში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურებამ
2019 წლის I კვარტლის მიხედვით 5 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. კონკრეტულად სახელფასო ანაზღაურებამ 5 მილიონ 423 ათას 986 ლარი შეადგინა. ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით, ამ თანხის გარდა გაცემული 31 ათას 767 ლარის ოდენობის პრემია/ჯილდო/სახელფასოდანამატი.
,,არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირებიდან ყველაზე მეტი – 1657 დასაქმებული ა(ა)იპ ბაგა-ბაღების გაერთიანებას ჰყავს, შრომის ანაზღაურებაც ყველაზე მეტი – 1,821,166 ლარი ამ გაერთიანებამ დახარჯა, თუმცა ყველაზე დაბალი საშუალო თვიური ანაზღაურება ერთ დასაქმებულ თანამშრომელზე ა(ა)იპ ბაგა-ბაღების გაერთიანებაში აქვთ – 366.66 ლარი. 2019 წლის მდგომარეობით, ქუთაისის მუნიციპალიტეტში, 37 მუნიციპალური საბავშვო ბაღია.
იმ მუნიციპალური შპს-ებიდან, რომელთაც ინფორმაცია მოგვაწოდეს, ყველაზე მეტი – 30 დასაქმებული შპს “საფეხბურთო კლუბ ქუთაისის მართვეს” ჰყავს, შრომის ანაზღაურებაზე ყველაზე მეტს კი შპს “საკალათბურთო კლუბი ქუთაისი -2010″-ი ხარჯავს.” – წერია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ქუთაისის იურიდიული პირებში დასაქმებულ პირთა რაოდენობა და ხარჯი 2019 წლის I კვარტლის მონაცემებით: