ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარების, მუნიციპალური
ქონების და ტრანსპორტის მართვის სამსახურის ყოფილი უფროსი, გიორგი გიორგობიანი მუშაობას მერიის ააიპ “სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაში” გააგრძელებს. ის ააიპის მმართველის, კობა ფხაკაძის მოადგილედ დაინიშნა.
სპორტის ააიპში აცხადებენ, რომ გიორგობიანი მუშაობას მიმდინარე კვირაში შეუდგა.
შეგახსენებთ, გიორგობიანმა ეკონომიკური განვითარების, მუნიციპალური ქონების და ტრანსპორტის მართვის სამსახურის უფროსის პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
ფოტო: “ფეისბუკი”