ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში მუშის გარდაცვალების შემდეგ
“ჯორჯიან მანგანეზმა” შიდა მოკვლევა დაიწყო. პირველადი მონაცემებით, შემთხვევა, რამაც 29 წლის გაგა ბოჭორიშვილის სიცოცხლე იმსხვერპლა, ავარიული შემთხვევით, მიწის მასის ჩამოშლით ან ტექნიკური გაუმართაობით არ იყო გამოწვეული. კომპანიაში აცახდებენ, რომ დარკვეთის მაღარო 2 თვის წინ შემოწმდა.
“დარკვეთის მაღარო, სადაც შემთხვევა მოხდა, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ტექნიკური უსაფრთხოების მიმართულებით უკანასკნელად 2 თვის წინ შემოწმდა. სამშენებლო ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის შემოწმების აქტის თანახმად, ის უსაფრთხოების სტანდარტებსა და სამუშაო პირობებს აკმაყოფილებს,”-აცახდებენ “ჯორჯიან მანგანეზში”.
შემთხვევა 17 ოქტომბერს, დაახლოებით 21:00 საათზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, მაღაროელი სანგრევი სამუშაოების დროს დაიღუპა.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე