ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭომ მერიაში დარეგისტრირებული მოქალაქეთა
ინიციატივებიდან 10 საუკეთესო შეარჩია. იდეების გადარჩევის პროცესი სამი კრიტერიუმის მიხედვით წარიმართა. საუკეთესო ინიციატივები მდგრადობის, აქტუალობისა და კრეატიულობის კრიტერიუმებით შეირჩა. 10-ვე ინიციატივა მერიის ვებ გვერდზე განთავსდება, სადაც მოქალაქეებს მისი სასურველი იდეისათვის ხმის მიცემა შეეძლებათ.
“ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მერიის ვებ გვერდზე შემოდიოდა ინიციატივები. ჩვენმა საბჭომ მოახერხა მცირე ჯგუფის შექმნა, რომელმაც ინიციატივების პირველადი ფილტრაცია მოახდინა. გამოვლინდა, რომ 87 ინიციატივაა შემოსული, აქედან 8 ვერ პასუხობდა მერიის კომპეტენციას, თუმცა ამ ადამიანების ინიციატივები შესაბამის სტრუქტურებს გადაეგზავნება. 14 ინიციატივის მსგავსი ღონისძიებები მერიას უკვე აქვს გათვალისწინებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს 14-ვე ინიციატივა უკვე არის მხარდაჭერილი და ასახული 2020 წლის ბიუჯეტში. დარჩენილ 65 პროექტს დაემატა ერთი, მერის სახელზე შესული სხვა ინიციატივა. ჯამში 66 ინიციატივა შეაფასა მრჩეველთა საბჭომ და გამოავლინა 10 ყველაზე მარალი ქულის მქონე,”-განაცხადა მერის მრჩეველთა საბჭოს მდივანმა, ნუგზარ კოხრეიძემ.
მოქალაქეების ხმის მიცემის შედეგად 3 საუკეთესო ინიციატივა გამოვლინდება, რომლებსაც მერია 2020 წლის ბიუჯეტში გაითვალისწინებს.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე