ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭომ მოქალაქეთა თავისუფალი ინიციატივების
ფარგლებში მერიის ვებ გვერდზე დარეგისტრირებული ინიციატივების განხილვა დაიწყო. პირველ ეტაპზე მცირე ჯგუფმა პირველად ტექნიკურ გაფილტვრაზე იმუშავა შემდეგი მიმართულებით, პასუხობდა თუ არა წარმოდგენილი ინიციატივა ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციას და ჰქონდა თუ არა მერიას მსგავსი საქმიანობისთვის სხვადასხვა პროგრამებით გამოყოფილი თანხა 2020 წლის ბიუჯეტში.
წინასწარი ტექნიკური შერჩევისას დადგინდა, რომ სულ მერიაში 87 ინიციატივაა შესული. აქედან, საბჭოს შერჩევისთვის 67 ინიციატივა გადაეცა, 7 ინიციატივა არ პასუხობდა მერიის კომპეტენციას, მაგრამ მათი ინიციატივები გაეგზავნება შესაბამის უწყებებს, ხოლო 13 ინიციატივა მერიას აქვს უკვე გათვალისწინებული 2020 წლის ბიუჯეტში.
67 ინიციატივას საბჭო სამი კრიტერიუმით შეაფასებს: მდგრადობა, აქტუალობა, კრეატიულობა.
საბჭო კონკურსის პირობების თანახმად შეარჩევს (ელექტრონული ხმის მიცემის პროცედურით) 10 საუკეთესოს, რომელსაც დაამტკიცებს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მე-20 სხდომაზე.
საბჭოს მიერ შერჩეული 10 ინიციატივა, განთავსდება კონკურსის საიტზე volis.kutaisi.gov.ge -ზე და მოქალაქეები შეარჩევენ მათგან 3 სასურველს, რომელსაც მერია 2020 წლის ბიუჯეტში გაითვალისწინებს.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე