მიმდინარე წლის 8 თვის მონაცემებით, ქუთაისში, პარლამენტის უფუნქციო შენობის
კომუნალური გადასახადებში ბიუჯეტიდან თითქმის 700,000 ლარი დაიხარჯა. ინფორმაციას ამის შესახებ ფლანგვის დეტექტორი ავრცელებს.
,,პარლამენტის შენობა, რომლის შენებაც 2012 წელს დასრულდა, 326 მილიონი ლარი დაჯდა. პარლამენტის შენობის შენახვაში წელიწადში საშუალოდ 1.2 მილიონ ლარს ვხარჯავდით.
წელს, 8 თვეში, უფუნქციო შენობის კომუნალურებში უკვე თითქმის 700,000 ლარი გადავიხადეთ.
ამ დროს წელს სულ 400,000 დაიხარჯება ქუთაისში ტურისტულ ინფრასტრუქტურაზე და150,000 საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და უსაფრთხო გარემოზე.”- ნათქვამია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო საქმიანობა ქუთაისიდან თბილისში მიმდინარე წლის თებერვლიდან გაგრძელდა.
რაც შეეხება ქუთაისში მდებარე შენობას, განაცხადეს, რომ ის, სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცემა და შს სამინისტრო შენობაში რამდენიმე ქვედანაყოფის, მათ შორის პოლიციის აკადემიის, საინფორმაციო ცენტრ 112-ის განთავსებას აპირებს.
პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, კი შენობა შეიძლება საკონფერენციო სივრცედ იქნეს გამოყენებული.
ამ დრომდე ქუთაისში მდეპარე პარლამენტის ყოფილი შენობა უფუქნციოდაა დარჩენილი.