ოპოზიციის პროტესტის შემდეგ ქუთაისის მერიამ
მიწისქვეშა გადასასვლელები დაასუფთავა.
ა(ა) იპ “სპეციალური სერვისების” თანამშრომლებმა ნიკეასა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთასთან არსებული მიწისქვეშა გადასასვლელები მოაწესრიგეს. მათი განმარტებით, სამუშაო პროცესი რამდენიმე ეტაპად განხორციელდა: დაიგვა შიგა პერიმეტრი, გაიტანეს ნარჩენები და გადასასვლელები წყლის ჭავლით ჩარეცხეს.
ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ გადასასვლელები პერმანენტულად სუფთავდება.
შეგახსენებთ, 4 ოქტომბერს “ლეიბორისტული პარტიის” ქუთაისის ორგანიზაციის წევრი, ირაკლი კიკვაძე ნიკეა-ასათიანის კვეთაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელთან მივიდა და განაცხადა, რომ ქუთაისის მერი მიწისქვეშა გადასასვლელებთან დაკავშირებით გაცემულ დაპირებებს არ ასრულებს და პასუხისმგებლობას მხოლოდ მოქალაქეებს აკისრებს. “ლეიბორისტული პარტიის” წევრმა თქვა, რომ მერის დაპირება მიწისქვეშა გადასასვლელებში ვიდეო კამერების დამონტაჟებასთან დაკავშირებით კვლავ შეუსრულებელია, ხოლო ტერიტორია ერთჯერადად პიარ კამპანიის გამო დასუფთავდა. კიკვაძის თქმით, გადასასვლელები მოუწესრიგებელი იმიტომ რჩება, რომ მერიის გარემოცვა მისი შეძენით არ ინტერესდება, თვითმმართველობას კი საკითხი არ ანაღვლებს.
ფოტო: ააიპ “სპეციალური სერვისები”