,,საერთაშორისო გამჭვირვალო საქართველომ” თანამდებობის პირთა დეკლარაციებში დარღვევები აღმოაჩინა.
ანგარიშის მიხედვით, ქუთასის საკრებულოს თავმჯდომარეს კომპანიები დეკლარირებული აქვს, თუმცა საკუთარი წილები მართვის უფლებით სხვა პირისათვის არ აქვს გადაცემული, რაც კანონდარღვევას წარმოადგენს.
,,ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს ნიკოლოზ ლატარიას 2018 წლის სექტემბერში დეკლარირებული აქვს, რომ შპს “ნიკოილი თერჯოლას” 50%, შპს “გიოს” 40%, შპს “ნიკოილი 9”-ის 100% და შპს “ფრეშ ფუდის” 55% მესაკუთრეა, თუმცა კანონის მოთხოვნის მიუხედავად, მას აღნიშნულ წილები მართვის უფლებით სხვა პირისათვის არ აქვს გადაცემული. ნიკოლოზ ლატარიამ 2014 წელს 1 306 ლარი შესწირა “ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს”.” – წერია ანგარიშში.
გარდა საკრებულოს თავმჯდომარისა ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ანგარიშში მოხვდა ქუთაისის ვიცე-მერი იუზა უგულავაც.
,,ქუთაისის მერის მოადგილე იუზა უგულავას 2019 წლის ივნისში დეკლარირებული აქვს, რომ შპს “იუკოს” 50% წილის მესაკუთრეა, თუმცა კანონის მოთხოვნის მიუხედავად, მას აღნიშნული წილი მართვის უფლებით სხვა პირისათვის არ აქვს გადაცემული.”- წერია ანგარიშში.