ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საჯარო
სკოლებში, სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად შექმნილმა კომისიამ მუშაობის მეორე ეტაპი დაიწყო.
კომისია, რომელსაც ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, რამაზ ჩხიკვაძე ხელმძღვანელობს, წევრებთან ერთად დღეს 37-ე, 24-ე, 34-ე და 35-ე სკოლებში იმყოფებოდა. რამაზ ჩხიკვაძის განმარტებით, ადგილზე მოხდება ქალაქის ყველა სკოლის საჭიროებას შესწავლა, რომლის შემდეგაც პრიორიტეტები განისაზღვრება.
“კომისია მუშაობის მეორე ეტაპზე გადავიდა და ვგეგმავთ, დეტალურად შევისწავლოთ საჯარო სკოლებში არსებული ინფრასტრუქტურა. კომისიის მუშაობის პირველ ეტაპზე მოვახდინეთ იმ ტიპის პრობლემის მოგვარება, რომელიც პრიორიტეტული იყო. კომისიის და ცენტრალური ხელისუფლების ერთობლივი მუშაობის შედეგად სკოლებში მოწესრიგდა სველი წერტილები და მოიხსნა გადახურვის პრობლემა. დღეიდან დავიწყეთ მეორე ეტაპი, შევისწავლით სკოლებს და ამის შემდეგ მოხდება განსაზღვრა, თუ რა მიმართულებით უნდა იქნას სამუშაოები დაწყებული,”- აღნიშნა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, კომისიის თავმჯდომარემ, რამაზ ჩხიკვაძემ.