მოსახლეობის უმეტესი ნაწილი მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის სისტემის წინაშე
მდგარი ყველაზე დიდი პრობლემა წამლების საფასურია. კვლევის შედეგებს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) აქვეყნებს.
გამოკითხული მოსახლეობის აზრი შემდგენაირად გადანაწილდა: ჯანდაცვის სისტემის წინაშე არსებულ ყველაზე დიდი პრობლემად წამლების საფასურს მოსახლეობის 47 % ასახელებს. ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმის ნაკლებობას 24 % მიიჩნევს, ხოლო სამედიცინო მომსახურების / ექიმებთან ვიზიტის საფასურს 14 %. წამლების დაბალ ხარისხზე ყურადღებას მოსახლეობის 5 % ამახვილებს, ხოლო მოსახლეობის 3 % მთავარ პრობლემად ჯანდაცვაში ბიუროკრატიას მიიჩნევს. მოსახლეობის თითო პროცენტისათვის კი პრობლემატური საკითხებია საავადმყოფოების ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის დაბალი ხარისხი, საავადმყოფოების სიმცირე და ცუდი სანიტარული პირობები.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 2019 წლის ივლისში ჩატარდა.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე