“ეს არის უპრეცედენტო ინვესტიცია ფონდი “ქართუს” მხრიდან.
გადაწყვეტილია, რომ ჯამურად ფონდი დახარჯავს ერთ მილიარდ ევროზე მეტ თანხებს,”-ამის შესახებ ფონდი “ქართუს” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკო ჩხეტიანმა განაცხადა.
ჩხეტიანის თქმით, ეს არის ქველმოქმედების უპრეცედენტო ფაქტი, როგორიც არ დაფიქსირებულა საქართველოს ისტორიაში და მსოფლიოს მასშტაბითაც ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია.
არსებული ინფორმაციით, 2020 წელს უნივერსიტეტი სტუდენტების პირველ ნაკადს მიიღებს, მაგრამ ამის შემდეგაც გაგრძელდება განვითარება, უნივერსიტეტი გაფართოვდება და დაემატება ახალი სასწავლო პროგრამები.
ფოტო: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი