გიორგი ჭიღვარია: „2019 წელს ქუთაისში ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად დამატებით 1 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება“
ქუთაისის მერის განცხადებით შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს
მთავრობამ უკვე მიიღო.
აღნიშნულ თანხას ადგილობრივი ბიუჯეტიდან 200 000 ლარი დაემატება.
იგეგმება სკვერების, შადრევნის, ლიფტებისა და მოედნების მოწყობა .
იგეგმება ავანგარდში სკვერის რეაბილიტაცია (497 957 ლარის ფარგლებში),
ლეონიძის ქუჩაზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია ( 134 510 ლარის
ფარგლებში), ხარაზოვის ბაღში დინამიკური, პროგრამირებადი შადრევნის
მოწყობა ( 336 860 ლარის ფარგლებში), ლიფტების მოწყობა-რეაბილიტაცია (
92 305 ლარის ფარგლებში), მინი სტადიონების მოწყობა-რეაბილიტაცია (
367 682 ლარის ფარგლებში). ქალაქის მასშტაბით 9 სადარბაზოში
მოწესრიგდება ლიფტი, მოეწყობა 6 ახალი მინი სტადიონი და რეაბილიტაცია
ჩაუტარდება 6 ძველ მოედანს. დასახელებული პროექტების ნაწილზე ტენდერი
უკვე გამოცხადებულია,"-განაცხადა ქუთაისის მერმა.
R
მასალის გამოყენების პირობები