ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია
“პატრიოტთა ალიანსის” აქციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. დეპუტატის განცხადებით, ქვეყანა მხოლოდ მაშინ იქნება წარმატებული, როდესაც ჩვენ ვიქნებით თავისუფალი, განვითარებული ქვეყნების რიგებში და ეს შესაძლებელია მხოლოდ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციით.
,,ძალიან დიდი ძალისხმევა დამჭირდა, კორექტული დავრჩენილიყავი პოზიციის გამოხატვისას, თუმცა ჩემს შვილებს, ხვალ სკოლაში რომ მიდიან, უნდა ჰქონდეთ ჩემი პასუხი, რომ ეს ქვეყანა მხოლოდ მაშინ იქნება წარმატებული, როდესაც ჩვენ ვიქნებით თავისუფალი, განვითარებული ქვეყნების რიგებში და ეს შესაძლებელია მხოლოდ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციით. არცერთ პოლიტიკურ ძალას არ აქვს უფლება წაართვას მათ ეს მომავალი.”- აცხადებს ირაკლი შენგელია.