ზესტაფონში ცენტრალური მოედნის რეაბილიტაცია განახლდა.
მერიამ ხელშეკრულება სამშენებლო კომპანია “ბილდმორთან” გააფორმა. კომპანიამ პროექტით გათვალისწინებული სარეკონსტრუქციო სამუშაოები უკვე განაახლა.
სახელშეკრულებო ვალდებულების გათვალისწინებით, შპს “ბილდმორი” ცენტრალურ მოედანზე 557 177 ლარის სამუშაოებს შეასრულებს.
პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
ინფრასტრუქტურული პროექტის მიხედვით, ცენტრალურ მოედანზე, ავტო საგზაო კვანძის გაუქმების გარეშე, დასასვენებელი პარკი მოეწყობა, სადაც სხვადასხვა ტიპისა და სტრუქტურის ინვენტარი განთავსდება. დამონტაჟდება განათების სისტემა. ახალი სივრცე ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. კომპანიამ სახელშეკრულებო ვალდებულებით სარეკონსტრუქციო სამუშაოები 80 დღეში უნდა დაასრულოს.