საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქუთაისში 10 ქუჩაზე სარეაბილიტაციო
სამუშაოებს ჩაატარებს. ამ ეტაპზე ქალაქში სამუშაოები ნინოშვილის, შარტავას, ჯავახიშვილის, გუგუნავასა და ბუხაიძის ქუჩებზე მიმდინარეობს. ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, სექტემბრიდან წერთლისა და აღმაშენებლის ქუჩები რეაბილიტაცია დაიწყება. ასევე იგეგმება თავისუფლების, საიათნოვას, ნიკეას ქუჩისა და სულხან საბას გამზირის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია.
,,სექტემბერში დაიწყება სავარაუდოდ აღმაშენებლის ქუჩისა და წერეთლის ქუჩის სრული რეაბილიტაცია. საბოლოო ჯამში 2020-ისთვის არ გვრჩება მასშტაბური ქუჩა, რომელიც იქნება მოუწესრიგებელი.”- განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.
ქუთაისში საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქუჩების რეაბილიტაციისათვის 37 მილიონ ლარს დახარჯავს.