ქუთაისში, რუსთველის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ქალაქის მერის თქმით, აქ სამუშაოები დროულად დასრულდება.
,,რუსთაველის ქუჩის სრული რეაბილიტაცია სანიაღვრე ქსელით საფეხმავლო ბილიკებით და გზის საფარით რგფ-დან 3 მილიონ 663 ათას 365 ლარით ფინანსდება. აქ პროექტის შემსრულებელს ვადები აქვს . ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვადებში ჩავეტევით. პარალელურად იყო აქ წყლის სამუშაოები, რომელაც რამდენიმე დღე შეაჩერა მუშაობა, მაგრამ ვფიქრობთ, ვადებში დავასრულებთ ამ ქუჩასაც.” – განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.
მერის თქმით, რეაბილიტირებულ ქუჩებზე ფერადი ფილები იგება, რაც ქუჩებს უფრო ალამაზებს. ამ კუთხით კი სპეციალური დიზაინერი მუშაობს.
,,შემოვიტანეთ ფერადი ფილები, რაც უფრო ალამაზებს ჩვენს ქალაქს. ამ მიმართულებით სპეციალურად დიზაინერი გვყავს აყვანილი. მასთან ერთად მუშავდება ყველა ის ხაზი თუ ზოლი, რომელიც უკეთდება ფეხით სავალ ნაწილებს.”- განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.