“თავისუფალი საქართველოს” წევრმა გოგი წუალაიამ ქუთაისში, გუგუნავას
ქუჩაზე გაჭიანურებული სარეაბილიტაციო სამუშაოები გააპროტესტა. წულაია ამბობს, რომ სამუშაოები რამდენიმე თვეა მინდინარეობს და უზარმაზარ ქუჩაზე მხოლოდ 15-16 კაცი მუშაობს. გოგი წულაია აცხადებს, რომ მიმდინარე სამუშაოებმა ტერიტორიაზე სავაჭრო ობიექტების მუშაობაც შეაფერხა.
“მერამდენე თვეა, რაც მიმდინარეობს სამუშაოები. ადგილობრივებს ჯოჯოხეთად გადაუქციეს ცხოვრება. ხელისუფლებამ შექმნა პირობები, რომ ხალხმა არ იმუშავოს. ამავე დროს ხელისუფლების მეორე შტო მოდის და გადასახადებით ატყავებს ამ ხალხს,”-ამბობს წულაია.
“თავისუფალი საქართველოს” წევრი ხელისუფლებას მოუწოდებს, დროულად დასრულდეს გუგუნავას ქუჩის რეაბილიტაცია, ხოლო მიმდებარე ობიექტებზე დასაქმებულებს სახელმწიფომ გადასახადები არ გადაახდევინოს.
გაჭიანურებულ სამუშაოებზე უკმაყოფილება ადგილობრივებმაც გამოთქვეს.