“ჟესტი – ხელით დაფარული თვალი, მუდამ გაგვახსენებს ტკივილს, ცისფერებსა
და დამნაშავე პარტიებს! ასევე, გახარიას და პოლიციელტა გმირობას!”- ეს სიტყვები ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობს დეპუტატს, ალეკო ახალაძეს ეკუთვნის. შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას მხარდაჭერა მას სოციალურ ქსელში პირად გვედზე დაწერილი ამ სიტყვებით გამოუცხადა.
ალეკო ახალაძე 20-21 ივნისის ღამეს მომხდარ მოვლენებს საკრებულოს ერთ-ერთ სხდომაზეც გამოეხმაურა : ,, “ჩანერგილმა სპეცრაზმელებმა” სპეციალურად, შერჩევით, დამიზნებით ესროლეს ზუსტად თვალში იმიტომ, რომ ძალიან დიდი არის ალბათობა იმისა, რომ თვალში მოხვდეს და ესეც გააკეთეს. ახლა იძახიან ,,თვალები დაგვთხარეს”. ეს არის ყველაფერი იმისათვის, რომ სახელმწიფოებრიობა, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება სათავეში უდგას, დაინგრეს. შემდეგ ამ დანგრეულზე მოვიდნენ და თვითონ იბატონონ. ვინ? ხალხმა, რომლისათვისაც არაფერს არ წარმოადგენს სულიერება, ქრისტიანობა, მართლმმადიდებლობა.” – განაცხადა ალეკო ახალაძემ.