რუსულ ოკუპაციას ქუთაისში დღეს აქცია-პერფორმანსით გააპროტესტებენ. სამოქალაქო

მოძრაობა “რუსეთი ოკუპანტია” აქციას თეთრ ხიდზე 19:00 საათზე გამართავს. რუსული ოკუპაციის გაპროტესტებასთან ერთად მათი მოთხვნა კვლავ შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა იქნება.

თბილისსა და ქუთაისში რუსულ ოკუპაციას 20 ივნისიდან აპროტესტებენ. 20-21 ივნისის ღამის მოვლენების შემდეგ კი გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ. აქციის დარბევის შემდეგ მოქალაქეემა და ჟურნალისტებმა სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *