იტალიაში ციხეში მყოფი ქართველი პატიმრის ცემა და წამება, რომლის ოჯახიც
მის გადარჩენას ითხოვდა, დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას პატიმარ ანტონ ჭელიძის ადვოკატი ლედი ტუკვაძე ავრცელებს. უფლებადამცველი იტალიის საპყრობილეში საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.
“პატიმარ ანტონ ჭელიძეს სცემდნენ, აწამებდნენ და არაადამიანურ პირობებში ამყოფებდნენ. მე შევხვდი იტალიის სახალხო დამცველს, ჩვენი ქვეყნის საკონსულოს, ასევე სხვადასხვა ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს და საბედნიეროდ, პატიმრის წამება შეწყვეტილია. ანტონ ჭელიძეს არჩადენილი დანაშაულის აღიარებას სთხოვდნენ,”-აცხადებს ლედი ტუკვაძე.