არასამთავრობო ორგანიზაცია “ევროპა ჩვენი სახლია”-ს წევრი
ვახო სიხარულიძე თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მე-5 ღამეა შიმშილობს. სიხარულიძე აქციის მონაწილეების მოთხოვნებს უერთდება და ამბობს, რომ გახარიამ თანამდებობა უნდა დატოვოს.
“მე ვუერთდები პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას. უნდა დაისაჯონ “გავრილოვის ღამის” დამკვეთები და შემსრულებლები, გადადგეს გახარია და უნდა გაათავისუფლონ დაკავებული აქციის მონაწილეები. ამ აქციებზე ღმერთმა ჩემი შვილი გადაარჩინა, თუმცა სხვისმა შვილებმა თვალის ჩინი დაკარგეს,”-ამბობს ვახო სიხარულიძე.
“ევროპა ჩვენი სახლია”-ს წევრი ამბობს, რომ შიმშილობის ფონზე თავს სუსტად გრძნობს. ვახო სიხარულიძე აცხადებს, რომ მას საპროტესტო აქციებზე ყოფნისა და შიმშილობის დიდი გამოცდილება აქვს.