ზესტაფონის მერია ადმინისტრაციული შენობის
შშმ პირებზე ადაპტირებისათვის საპროექტო დოკუმენტაციის შესადგენად ტენდერს მეორედ გამოაცხადებს.
ტენდერი პირველად მიმდინარე წლის 13 ივნისს გამოცხადდა და რადგან მონაწილეობის მიღების სურვილი არავინ გამოთქვა, ერთხელ უკვე ჩაიშალა.
სატენდერო დოკუმენტაციაში ნათქვამია, რომ მიმწოდებელმა ზესტაფონის მერიის ადმინისტრაციულ კორპუსში სამგზავრო ლიფტისა და შეზღუდული შესაძლებლობების პირებისთვის პანდუსის მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დამზადება უნდა უზრუნველყოს.
შესყიდვის ღირებულება 1860 ლარია.