ქუთაისში, კაფე “სავანეს” მეპატრონეებმა ბრიფინგი გამართეს. მათი განცხადებით,
ქალაქის მერი “სავანეს” ლაშა გვენეტაძისათვის გადაცემას გეგმავს.
“მიღებული ინფორმაციიღ, ჭიღვარია, რომელიც ფიქრობს, მისი სტატუსის გამოყენებით თავის სასიკეთოდ დაასრულებს პროცესებს “სავანეს” გადასცემს საკრებულოს წევრს და მის მარჯვენა ხელს, ვინმე ლაშა გვენეტაძეს. ამ პიროვნების შესახებ ჩვენთვის აქამდე უცნობი იყო, თუმცა გავიგეთ რომ ყოფილა მერის ფავორიტი ვიცე-მერის პოზიციაზე. ყოფილა რესტორან “რეროს” მფლობელი. მოწოდებული ინფორმაციით, ჰქონია დიდძალი ფინანსური დავალიანება. ინფორმაციას ნაწილობრივ გვიმყარებს ის ფაქტი, რომ ის არის კახიანოურის დასახლების დეპუტატი სადაც თითქმის არაფერი კეთდება და მხოლოდ მას აქვს აშენებული მხოლოდ საკმაოდ დიდი რესტორანი. ამ მომენტისათვის ვაწარმოებთ მოკლვლევას მეტი მტკიცებულებებისათვის. მიუხედავად მათი სურვილისა, ვაფრთხილებთ მერიის ყველა წარმომადგენელს, სავანე იყო, არის და იქნება ჩვენი! არც კი გაბედოთ მსგავი მეთოდების გამოყენება.” – განაცხადა გიორგი ტურაბელიძემ.
კაფე ” სავანეს” მეპატრონეებს საკრებულოს დეპუტატი ლაშა გვენეტაძე შეხვდა. მისი განცხადებით, მას აღნიშნულ საქმესთან არაფერი აკავშირებს და საჭიროების შემთხვევაში მზადაა მათ დაეხმაროს, თუ კი საქმეში მისი გაცნობის შემთხვევაში კანონდარღვევა აღმოჩნდება.
“ჩემთვის ახლა გახდა ცნობილი, რომ კაფე “სავანეს” მეპატრონეები მდებენ ბრალს მის წართმევაში. არასდროს არავიზე წართმევის ინტერესი არ მქონია და მითუმეტეს ამ კაფის და ორჯერ თუ სამჯერ მაქვს მაგ კაფეში ნაყინი ნაჭამი. მთელი საქართველო ნახავს თუ როდესმე წააგო ამ ხალხმა ეს ბრძოლა, ვინ იქნება სათავეში თვითონ შეხედავენ. მე თვითონ იურისტი ვარ და ადამიანის უფლებებია ჩემთვის პრიორიტეტი. არასამთავრობოდან მოვდივარ. საიას-ს თამვჯდომარე ვიყავი წლების წინ და ჩემი პრიორიტეტია ადამიანის უფლებები. მე მზაობა გამოვუცხადე. 0,1 პროცენტითაც რომ ჰქონდეს სამართელბრივად ამ ხალხს მოთხოვნის და დაკანონების საშუალება, მე გაძლევთ პირობას, რომ მივეხმარები და ქალაქის მერს სამართლებრივად დავუმტკიცებ, რომ ამ ხალხს ეს ეკუთვნის.”- განაცხადა ლაშა გვენეტაძემ.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერიასა და “სავანეს” მფლობელებს შორის სასამართლო დავა მიმდინარეობს. კაფეს მფლობელები მერიას ბიზნესის მიტაცების მცდელობაში ადანაშაულებენ.
სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე საქმეზე გადაწყვეტილებას 16 ივლისს გამოაცხადებს.