მესამე დღეა, ქუთაისის ცენტრალურ ბაღში მდებარე კაფე “სავანეს”
მფლობელები ქუთაისის მერიის წინ იკრიბებიან და საპროტესტო აქციებს მართავენ. ისინი ქალაქის მერის გიორგი ჭიღვარიას გადადგომას ითხოვენ. ასევე, მათი მთავარი მოთხოვნა სამართლიანობის აღდგენაა.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერიასა და “სავანეს” მფლობელებს შორის სასამართლო დავა მიმდინარეობდა. კაფეს მფლობელები მერიას ბიზნესის მიტაცების მცდელობაში ადანაშაულებენ. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გადაწყვეტილებას 16 ივლისს გამოაცხადებს.