ქუთაისის საკრებულომ ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატს

გიორგი უკლებას უფლებამოსილება შეუწყვიტა. ოპოზიციონერი დეპუტატის საკრებულოდან გაწვევის საკითხს მხარი დეპუტატების უმრავლესობამ დღეს დაუჭირა.

გიორგი უკლება საკრებულოს დეპუტატთა შემადგენლობიდან 6 თვის განმავლობაში საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში მონაწილეობის არ მიღებისა და სხდომებზე გამოუცხადებლობის გამო გაუშვეს.

მიღებული განკარგულება საოლქო საარჩევნო კომისიაში გადაიგზავნება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *