ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ოპოზიციის პროტესტს გამოეხმაურა.
სხდომის გახსნისას ირაკლი შენგელიამ განაცხადა, რომ “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” განცხადება საკრებულოში დღეს დილით შეიტანა და თბილისში მიმდინარე მოვლენებზე დისკუსიის გამართვა მოითხოვა. შენგელია ამბობს, რომ აღნიშნულის საშუალება ოპოზიციას ბიუროს სხდომაზე ჰქონდა, რაზეც უარი განაცხადეს, რაც მათს დამოკიდებულებებს უსვამს ხაზსს.
“ჩვენ ჯანსაღ დისკუსიაზე არასდროს ვამბობთ უარს. ბიუროზე ჰქონდათ მათ ამის შესაძლებლობა. მათ არჩიეს, რომ დარბაზსს გარეთ ეკეთებინათ განცხადებები. ეს უკავშირდება მათს დამოკიდებულებას ინსტიტუციების, ამომრჩევლის, კანონის მიმართ,”-განაცხადა ირაკლი შენგელიამ.
თბილისში მიმდინარე მოვლენებზე კომენტარი გააკეთა უმრავლესობის წევრმა ოთარ ლორთქიფანიძემ და დეპუტატებს სთხოვა, რუსეთის ოკუპაციის შედეგად დაღუპული გმირებისათვის წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ.
შეგახსენებთ, სხდომას არც ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი არ ესწრება.