ქუთაისის საკრებულოს “ევროპული საქართველოს” დეპუტატები
ბოიკოტს უცხადებენ. ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” დეპუტატებმა ქუთაისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. ისინი საკრებულოს და კომისიის სხდომებს არ დაესწრებიან მანამ, სანამ მიმდინარე აქციებზე ახალგაზრდების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
“ქუთასის საკრებულოში წარმოდგენილი “ევროპული საქართველოს” დეპუტატები დღეიდან საკრებულოს მუშაობას ბოიკოტს ვუცხადებთ. არ დავესწრებით საკრებულოს სხდომებს, არ მივიღებთ მონაწილეობას კომისიების მუშაობაში მანამ, სანამ ძირითადი ნაწილი იმ მოთხოვნებისა იმ ოპოზიციური პარტიებისა და ახალგაზრდების, რომელბიც პროტესტს გამოთქვამენ არ იქნება დაკმაყოფილებული. ძირითადი მოთხოვნა სანამ არ დაკმაყოფილდება და არ გადადგება მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, სანამ ყველა ის პატიმარი, რომელიც “გავრილოვის ღამეს” დაპატიმრებული იქნა არ გათავისუფლდება, ვიქნებით ბოიკოტის რეჟიმში და ერთულოვანი ვართ ამ გადაწყვეტილებაში”.- განაცხადა საკრებულოს დეპუტატმა დავით გოგისვანიძემ.
ქუთასში საკრებულოს სხდომა ხვალაა ჩანიშნული. “ევროპული საქართველოს” წევრები იმედოვნებენ, რომ საკრებულოს მუშაობას ბოიკოტს მეორე ოპოზიციური პატრია “ნაციონალური მოძრაობაც” გამოუცხადებს.
ქუთაისის გარდა “ევროპული საქართველოს” წევრები საკრებულოების მუშაობას ბოიკოტს სხვა მუნიციპალიტეტებშიც გამოუცხადებენ.