“მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის უმაღლესი წარმომადგნელობითი ორგანო წარმოადგინოს იმ ძალებმა,
რომლებიც პასუხობენ დასავლურ ინტეგრაციას.”- აცხადებს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების გადაწყვეტილებას ეხმაურება.
“დღეს მიღებული გადაწყვეტილებით ნათელია, რომ მოქალაქის როლი ქვეყნის დემოკრატიის განვითარებაში ძლიერია. ჩვენ ყოველდღიურად ვიზრდებით და მყარდება ჩვენი პასუხისმგებლობები სახელმწიფოზე მზრუნველობის კუთხით. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის უმაღლესი წარმომადგნელობითი ორგანო წარმოადგინოს იმ ძალებმა, რომლებიც პასუხობენ დასავლურ ინტეგრაციას. ჩვენი დემოკრატიულობის მაღალი სტანდარტი და ნებისმიერი რეფორმა თუ გადაწყვეტილება უნდა მივიდეს იმ ნიშნულზე, რასაც დასავლური ინტეგრაცია ჰქვია. აქ კი საზოგადოების გააზრებული არჩევანი სასიცოხლოდ მნიშვნელოვანია.”- წერს შეგნელია.
პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილმა აქციის მონაწილეთა მოთხოვნებიდან მხოლოდ ერთის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების მოთხოვნაზე დათანხმების შესახებ განაცხადა.