ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი ნანა კოსტავა ფრაქცია
“ქართული ოცნება-კონსერვატორებს” დღეს დატოვებს. განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას საკრებულოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ ლატარიამ გააკეთა. მისივე განმარტებით, კოსტავამ გადაწყვეტილება თავად მიიღო და ის საკრებულოში მუშაობას დამოუკიდებელ დეპუტატად გააგრძელებს.
“ნანა კოსტავა დღეს გადის ფრაქცია “ქართული ოცნება” კონსერვატორებისგან. ჩვენ ერთად აღარ ვიმუშავებთ. დღეს ოფიციალურად ფორმდება ფრაქციიდან გასვლა. ის რჩება დამოუკიდებელი დეპუტატი საკრებულოში. ჩვენ სხვა არანაირი ბერკეტი არ გვაქვს. ის ჩვენთან ასოცირებული აღარ იქნება. მე მასთან კომუნიკაცია არ მქონია,”-განაცხადა ნიკოლოზ ლატარიამ.
შეგახსენებთ, ნანა კოსტავამ “ფეისბუკის” გვერდზე ტრაგიკულად დაღუპული გოგონას დის, სალომე ბარკერის ვიდეო გააზიარა წარწერით: “კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!” მის მიერ გამოქვეყნებული არაეთიკური პოსტის გამო რამდენიმე საპროტესტო აქცია გაიმართა და კოსტავას ფრაქცია “ქართული ოცნება-კონსერვატორების” თავმჯდომარის პოსტი დაატოვებინეს. კოსტავა გენდერული საბჭოდანაც გაუშვეს.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე