ქუთაისში საქართველოში დეცენტრალიზაციის რეფორმის
შესახებ იმსჯელეს. მომხსენებლებმა საქართველოს დეცენტრალიზაციის სტრატეგია წარადგინეს. დოკუმენტი 2019-2025 წლებს მოიცავს. მასში წარმოდგენილია არსებული ვითარების მიმოხილვა, სტრატეგიის განხორციელების პრინციპები, მიზნები და ამოცანები. პროექტი რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტქრუქუტის სამინისტროს მიერაა მომზადებული.
დეცენტრალიზაციის სტრატეგიის ძირითადი მიმართულებებია თვითმმართველობების როლის ზრდა, მათი ფინანსური გაძლიერება და გამჭვირვალე, სანდო, შედეგზე ორიენტირებული თვითმმართველობების ჩამოყალიბება.
დოკუმენტი აგვისტოს თვიდან დღემდე იქმნებოდა. ის სამუშაო ფორმატში განსახილველად პარლამენტში შევა და შენიშვნების მიღებისა და გადამუშავების შემდეგ მთავრობას დასამტკიცებლად წარედგინება.