ქუთაისის საკრებულოში ნანა კოსტავას საკითხს განიხილავენ. აქციების მონაწილეები დღეს,
13 :00 საათზე, დეპუტატებს შეხვდებიან. ისინი მოითხოვენ, რომ დეპუტატებმა დააფიქსირონ პოზიცია, ემხრობიან თუ არა ნანა კოსტავასათვის ბოიკოტის გამოცხადებას.
“შეხვედრაზე მოვითხოვთ საკრებულოს ყველა დეპუტატისგან თავიანთი დამოკიდებულების გამოხატვას, ემხრობიან თუ არა ნანა კოსტავასთვის ბოიკოტის გამოცხადებას და თვლიან თუ არა, რომ მან უნდა დატოვოს საკრებულო. ყველა, ვინც არ იზიარებს ამ პოზიციას, არის იგივე ფასეულობების მატარებელი, როგორიც ნანა კოსტავაა. ქუთაისის სახე საკრებულოში, არ უნდა იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც მსგავს არაჰუმანურ დამოკოდებულებებს იჩენენ რელიგიური, თუ სხვა ნებისმიერი მოტივით.”- აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე აკაკი საღინაძემ.
შეგახსენებთ, ნანა კოსტავამ “ფეისბუკის” გვერდზე ტრაგიკულად დაღუპული გოგონას დის, სალომე ბარკერის ვიდეო გააზიარა წარწერით: “კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!” მის მიერ გამოქვეყნებული არაეთიკური პოსტის გამო რამდენიმე საპროტესტო აქცია გაიმართა და კოსტავას ფრაქცია “ქართული ოცნება-კონსერვატორების” თავმჯდომარის პოსტი დაატოვებინეს. კოსტავა გენდერული საბჭოდანაც გაუშვეს.