მერიის საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურის ინფორმაციით,
ქუთაისის ბიუჯეტმა 75 მილიონ 82 ათასი ლარი შეადგინა. შემოსავლები კი ნაშთის გარეშე პირველ კვარტალში 12 მილიონ 500 ათასი ლარია. ანგარიში კომისიის სხდომაზე მოისმინეს.
“პირველ კვარტალში ბიუჯეტში ცვლილება სამჯერ შევიდა. ბიუჯეტი ამჯერად 75 მილიონ 82 ათასი ლარით განისაზღვრა. შემოსავლებმა ნაშთის გარეშე პირველ კვარტალში 12 მილიონ 500 ათასი ლარი შეადგინა. აღნიშნული მთლიანი შემოსავლების 17-18%-ია. ნაშის ჩათვლით შემოსავლებმა 15 მილიონ 671 ათასი ლარი, რაც მთლიანი შემოსავლების 22 %-ია. პირველი კვარტლის შემოსავლიდან ბიუჯეტის გათვალისწინებული ყველა ხარჯი დაფინანსდა,”-განაცხადეს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე.