საკრებულოს შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნებისთვის
წყალტუბოში,ტყიბულში, ზესტაფონსა და ჭიათურაში 08:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი გაიხსნა. გარდა ამისა ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე უბანზე პარლამენტის შუალედური არჩევნები მიმდინარეობს.
საერთო ჯამში არჩევნები 410 საარჩევნო უბანზე იმართება. რეგისტრირებულია 402 091 ამომრჩეველი.
იმერეთის მასშტაბით ახალ მერს ზესტაფონისა და ჭიათურის მაცხოვრებლები აიჩევენ. გარდა ამისა, ზესტაფონში, ჭიათურაში, ტყიბულში და წყალტუბოში ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს.