ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა გრძელდება.
მეორე დღეა, რაც მაღაროში დასაქმებულმა 15-მდე მუშამ პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას მიმართა. საპროტესტო ადგილზე გაშლილია კარავიც.
მაღაროელები ხელფასების 50%-ით გაზრდას, ჭიათურაში ეკოლოგიური მდგომარეობისა და სამუშაოზე კვების გაუმჯობესებას ითხოვენ.
“მოლაპარაკებები უშედეგოა. შემოთავაზება იყო, რომ ხელფასები 10-დან 15%-მდე გაზრდილიყო, თუმცა, ესეც არ იყო დაზუსტებული. მუშებს არც ღამით უმუშავიათ. სანამ ხელფასების 50%-იანი ზრდა არ იქნება, აქციები არ შეწყდება,”-განაცხადა ჭიათურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, პაატა სამხარაძემ.
შეგახსენებთ, გუშინ გაფიცულ მუშებთან “ქართული ოცნების” ლიდერები: კახა კალაძე, ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე ჩავიდნენ. მათი განცხადებით, მაღაროელების მოთხოვნა სამართლიანია და მათ გადასაჭრელად მუშაობა დაიწყება.
ფოტო: ჭიათურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია