ზესტაფონის მერობისათვის მხოლოდ ერთი ქალი კანდიდატი,
ნინა გოცაძე, იბრძოლებს. ის მერობის კანდიდატად საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკურმა მოძრაობამ წარადგინა.
ზესტაფონის მერობისათვის კიდევ ერთი ქალი კანდიდატი, ინგა კელენჯერიძე, იყო დარეგისტრირებული. ის მერობის კანდიდატად საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა, თუმცა ცესკოს მონაცემებით, საინიციატივო ჯგუფი რეგისტრაციიდან მოხსნილია.
ზესტაფონის მერობისათვის 15 კანდიდატი იბრძოლებს.