საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე ხონს სტუმრობდა.
პრემიერის განცხადებით, ხონის მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის დაიწყება სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნა.
“ვაშენებთ ახალგაზრდულ ცენტრსა და პროფესიულ სასწავლებლებს, რეაბილიტაციას ვუკეთებთ სკოლებსა და ისტორიულ ცენტრს. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა ახალგაზრდებს ყველგან, მთელი საქართველოს მასშტაბით ჰქონდეთ საშუალება მიიღონ ღირსეული განათლება. ამასთან ერთად, ხონში დავიწყებთ სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნასაც.”- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
წყარო: პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური.