“ქუთაისს აქვს საინვესტიციო რესურსი და მოცემულობა იყოს ბიზნესისათვის
საინტერესო და მიმზიდველი.” – განაცხადა ქუთაისში გამართულ პირველ საერთაშორისო ბიზნეს ფორუმზე ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელიამ. მისივე თქმით, ადგილობრივი თვითმართველობა ქალაქის პოტენციალის პოზიციონირებისთვის კონკრეტულ ხელშემწყობ ნაბიჯებს დგამს, რაც თუნდაც პირველი საერთაშორისო ბიზნეს ფორუმის გამართვაში გამოიხატება.
“ქუთაისს აქვს საინვესტიციო რესურსი და მოცემულობა იყოს ბიზნესისათვის საინტერესო და მიმზიდველი. ადგილობრივი თვითმართველობა კი თავის მხრივ ქალაქის პოტენციალის პოზიციონირებისთვის კონკრეტულ ხელშემწყობ ნაბიჯებს დგამს, რაც თუნდაც გამოიხატება პირველი საერთაშორისო ბიზნეს ფორუმის “ოქროს საწმისის ძიებაში” გამართვით. ადგილობრივ და საერთაშორისო ბიზნეს სექტორებს ამ ორი დღის განმავლობაში აქვთ შესაძლებლობა გაეცნონ ქალაქის ეკონომიკურ და ბიზნეს პოტენციალს”- განაცხადა ირაკლი შენგელიამ.
პირველი საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი, “ოქროს საწმისის ძიებაში” აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს დაიწყო და ხვალ, 4 მაისს დასრულდება.
ბიზნეს ფორუმის მხარდამჭერები არიან: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, “აწარმოე საქართველოში”, USAID კარგი მმართველობის ინიციატივა , ევროკავშირის ინიციატივა “მერები ეკონომიკური ზრდისთვის”, ქართულ-პოლონური სავაჭრო-სამრეწველო პალატა, საქართველოს სამრეწველო და ინდუსტრიული პალატა.