იმერეთის გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ თანამდებობა დატოვა.
ინფორმაცია ჟურნალისტებთან საუბრისას პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დაადასტურა.
“მას თავად ჰქონდა თხოვნა, რომ დაბრუნებოდა თავის პროფესიას. მინდა მას მადლობა გადავუხადო გაწეული მუშაობისთვის,”-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
რადიო “ძველი ქალაქთან” საუბრისას შავლეგო ტაბატაძეს თანამდებობიდან წასვლის მიზეზები არ განუმარტავს.
“სამსახურს ისევ თავდაცვაში გავაგრძელებ. შევთანხმდი პრემიერთან და გადაწყვეტილება აქედან გამომდინარე მივიღე. ასე იყო საჭირო,”-განაცხადა შავლეგო ტაბატაძემ.
ჯერ უცნობია ვინ დაიკავებს თანამდებობას. იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში არ აქვთ ინფორმაცია ვინ იქნება გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი.