რეგიონალური განვითარების ფონდიდან ქუთაისის მერიას 3 მილიონ 422 ათასი ლარი გამოეყო.
როგორც მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსმა, დავით ნიშნიანიძემ განაცხადა, თანხა ძირითადად საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე დაიხარჯება. რეაბილიტირდება პირველი მასისის ქუჩა, გელათის შესახვევის ქუჩები, ბარნოვის ქუჩაზე სანიაღვრე სისტემა მოეწყობა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება სადარბაზოებს.
“ძირითადად აქცენტი გადატანილია შესახვევების მოწყობაზე. რეგიონალური განვითარების ფონდიდან დამატებით თანხებს კვლავ ველოდებით,”-განაცხადა ნიშნიანიძემ.
რგფ-დან ქუთაისის მერიას ჯამში 9 მილიონ 603 000 ლარი გამოეყო.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე