ქუთაისში ოპოზიციური პარტიები და უპარტიო პოლიტიკური სუბიექტები ხელმოწერების შეგროვებას აგრძელებენ.
ისინი ჭავჭავაძის ბაზრობაზე დასაქმებულებს შეხვდნენ და მოვაჭრეებს განუმარტეს, რა სარგებელს მოუტანს ქვეყანას მაჟორიტარულიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა.
“დეპუტატები ხალხის სამსახურში უნდა იყვნენ და არა ვინმე პიროვნების. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა გამოიწვევს იმას, რომ დეპუტატები მეტად შეხვდებიან მოსახლეობას, იქნებიან უფრო დამოუკიდებლები და იზრუნებენ ხალხზე. გვინდა სისტემური ცვლილება. მომავალ პარლამენტში პოლიტიკური პარტიების მრავალფეროვანი სპექტრი იქნება,”-განაცხადა “ახალი მემარჯვენეების” წევრმა ივანე კაპანაძემ.
ოპოზიციური პარტიები მოუწოდებენ მოქალაქეებს, გააქტიურდნენ და ხელმოწერების დასატოვებლად პარტიების ოფისებშიც მივიდნენ. იგეგმება მილიონამდე ხელმოწერის შეგროვება.