პოლიტიკა
მხატვრები ქუთაისიდან პარლამენტის გადატანას გააპროტესტებენ
ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის თავზე მხატვრები აქცია-პერფორმანსს "ფეხით გადაგვიარეს" გამართავენ.
ისინი ქუთაისისთვის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის წართმევას გააპროტესტებენ. 12 მარტს, 13 საათზე, ქუთაისელი მხატვრები ქალაქის ცენტრალურ ბულვარში შეიკრიბებიან.

"ძალიან დიდი იმედი, რომელიც ჩაგვესახა ქუთაისელებს პარლამენტისგან უცებ ჩაიძირა და უცებ დაიმსხვრა. ქუთაისში არცერთი კერძო გალერეა არ არსებობს. ყველაფერი თბილისშია თავმოყრილი. არ არის ფული, არ არის ატმოსფერო და სამწუხაროდ ქუთაისში პერსპექტივა არ სჩანს. ეს არის ჩვენი, თითოეულის ვალი მივიღოთ პერფორმანსში მონაწილეობა და გამოვხატოთ ჩვენი მტკიცე პროტესტი."- ამბობს მხატვარი ირაკლი ჩოგოვაძე.






მმართველმა გუნდმა კონსტიტუციურ პროექტში პარლამენტის ადგილსამყოფელად ქუთაისი არ მიუთითა. შესაბამისად, IX მოწვევის საქართველოს პარლამენტმა 2012 წლის შემდეგ წელს მუშაობა თბილისში განაახლა.



| Print |